Перевести страницу

GEORGIAN WINE CATALOG

WINE COMPANIES

ქართული ღვინის სახლი "ალაზნის ველი"

 ღვინისა და სასმელების სახლის - "ალაზნის ველი"  პროექტი ინიცირებულია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ, რომლებიც აფასებენ  ქართულ ღვინოს, უყვართ იგი და იციან მისი ფასი. არც ერთი მათგანი არაა დაკავებული ღვინის წარმოებით და ღვინის ბიზნესით,  და შესაბამისად  მათი  ინტერესები ამ პროექტის ფარგლებში  არ მოიცავს და არ ლობირებს კონკრეტული  ღვინის მწარმოებელი კომპანიის ან ჯგუფის  ბიზნეს ინტერესებს;  მათი სურვილი ამ პროექტის  ფარგლებში გამოიხატება მხოლოდ მისწრაფებით,  რომ ერთ ინტერნეტ სივრცეში (ერთ ვებ გვერდზე)  წარმოჩენილი იყოს ერთის მხვრივ საქართველოში არსებული ყველა მსხვილი ღვინის  მწარმოებელი კომპანია და მათი პროდუქცია, ხოლო მეორეს მხვრივ  ქართვველმა და უცხოელმა მომხმარებელმა დაინახოს თუ რამდენად დიდი და ტრადიციულია   ქართული მეღვინოება, რამდენად  მშვენიერი და მრავალფეროვანია ქართული ღვინო; 

     ამავე დროს გამოვთქვამთ მოკრძალებულ იმედს იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა მწარმოებლებისა და  მათ მიერ წარმოებული პროდუქციის  ერთ „ვირტუალურ საგამოფენო დარბაზში“  თავმოყრილი და  მოწოდებული ეს ინფორმაცია ერთის მხვრივ გამოიწვევს ქართული ღვინით დაინტერესებულ პირთა - როგორც ჩვენი თანამემამულეების, ასევე უცხოელების დიდ ინტერესს, ხოლო მეორეს მხვრივ ღვინის მწარმოებელთა მხრიდან გაზრდის მონდომებას მათ მიერ  შექმნილი პროდუქციის ხახისხისა და მომსახურების სრულყოფის მიმართულებით.

     ამავე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  ქართული ღვინის პირველი  საერთაშორისო ინტერნეტ-პორტალის www.winesgeorgia.com ფუნქციონირება შესაბამისი საკურიერო და მომსახურების სერვისით,   პრინციპით -  „ყველა ქართული ღვინო ერთ ვირტუალურ დარბაზში“.

     ამავე დროს ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ღვინის გაყიდვა  -  ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, არამედ პირველ რიგში ეს არის  ხელოვნება,  რომელიც გულისხმობს დიდ შემეცნებას ქართული ღვინის კულტურისა  და ტრადიციების სფეროში.

    ინტერნეტ-პორტალი დაეხმარება   როგორც ქართველებს,  ასევე უცხოელ სტუმრებს შეიძინონ ღვინო საქართველოში როგორც საკუთარი მოხმარებისათვის, ასევე საჩუქრად ან საზღვარგერეთ გასატანად. ამისათვის მათ შეეძლებათ  ისარგებლონ   პორტალზე  განლაგებულ   „ღვინის კატალოგით“, გაეცნონ  ექსკლუზიური და საკოლექციო ღვინოთა ჩამონათვალს,  ან მიიღონ კონსულტაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ჩვენი კონსულტანტებისაგან.

    ღვინის  ინტერნეტ-პორტალი    www.winesgeorgia.com    სთავაზობს მომხმარებელს უნიკალურ სერვისს - ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის - ღვინო, ცქრიალა ღვინო, კონიაკი, არაყი და სხვა - მოწოდებას თბილისის ფარგლბში 24 საათის განმავლობაში.

 

პროექტის  აღმასრულებელი ჯგუფი